top of page
No posts published in this language yet
Once posts are published, you’ll see them here.

დაზღვევისა და შესაბამისობის საკითხები

Frequently asked questions

ჩვენი სერვისები

ყველაფერი ერთ სივრცეში - დაზღვევა, DOT სერვისები, ბიზნესის რეგისტრაცია

დაზღვევის სერვისები

ჩვენ გთავაზობთ თქვენი ბიზნესისა და ავტოპარკის სრულფასოვან და საიმედო დაზღვევას. ჩვენი მომსახურებები მოიცავს "Commercial Auto Insurance-ს" — ავტოპარკის ეფექტურად დასაცავად, "Cargo Insurance-ს" — თქვენი ტვირთის უსაფრთხოებისთვის, "General Liability Insurance-ს" — ბიზნესს სამომჩივნო რისკებისგან დასაცავად და "Physical Damage Coverage-ს" — სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შედეგების სწრაფად მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ვთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ სადაზღვევო პოლისებს, რომლებიც სრულად შეესაბამება თქვენი საქმიანობის სპეციფიკას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცულობასა და სიმშვიდეს.

DOT  სერვისები

ჩვენ გთავაზობთ თქვენი ბიზნესისთვის სრულყოფილ DOT მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს DOT და MC რეგისტრაციას, "Safety & Compliance" შესაბამისობის უწყვეტ მონიტორინგს, "IFTA" ანგარიშგებას, უსაფრთხოების აუდიტებს და ყოველწლიურ ინსპექცისათვის მომზადებას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენი ბიზნესი სრულ შესაბამისობაში იყოს ფედერალურ და შტატის ყველა რეგულაციასთან — რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს, ზრდის ოპერაციულ უსაფრთხოებას და ზოგავს თქვენს დროს/ფულს.

ბიზნესის რეგისტრაცია

ჩვენ გთავაზობთ ბიზნესის რეგისტრაციის სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს LLC-ის, S-Corp-ის, C-Corp-ის, პარტნიორობებისა და ინდივიდუალური მეწარმეების ჩამოყალიბებას. ჩვენი გუნდი იზრუნებს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებასა და წარდგენაზე, EIN ნომრის მიღებაზე და შტატის შესაბამისობის ყველა მოთხოვნაზე. ამის შედეგად, რეგისტრაციის პროცესი ხდება სწრაფი, მარტივი და ზედმეტი სტრესის გარეშე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი ბიზნესი უკვე პირველი დღიდან სრულად აკმაყოფილებდეს ყველა კანონიერ მოთხოვნას და მზად იყოს ოპერირების დასაწყებად.

bottom of page