გამარჯობა. ჩვენ ვართ Jeema Group და ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ თქვენს უსაფრთხოებაზე, დავიცვათ თქვენი ბიზნესი და უზრუნველგყოთ ყველაფრით, რაც გჭირდებათ მისი შეუფერხებლად მართვისთვის.

ჩვენი სახელი JEEMA ჯიმა (ძმა)— ზუსტად გამოხატავს ჩვენს მიდგომას. ჩვენ ვართ თქვენი Jeema, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ თქვენი ბიზნესი დაცული იყოს და თქვენ მშვიდად იმუშაოთ. კარგად გვესმის, რომ თითოეული მეწარმის, მძღოლის უკან მისი ოჯახი დგას და სწორედ ეს გვაძლევს ძალას ვაკეთოთ ჩვენის საქმე ყოველდღე.
ჩენი გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ არ შეგექმნათ დაბრკოლება არც გზაზე და არც ოფისში, სადაც მართავთ საქმეს. ჩვენი მიზანია თქვენი ზრდა, რადგან თქვენთან ერთად ჩვენც ვიზრდებით.
ჩვენი ყველა სერვისი — იქნება ეს დაზღვევა, DOT, ბიზნესის რეგისტრაცია თუ დამატებითი მომსახურებები — ეფუძნება ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას და სურვილს, შეგიმსუბუქოთ ბიზნესის მართვის არცთუ მარტივი გზა.
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ იქ და მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებით. ყოველთვის სწრაფად და ადამიანურად.


JEEMA GROUP
ჩვენი ისტორია
ჩვენს მთავარ უპირატესობად და ძლიერ მხარედ მივიჩნევთ იმ უთვალავ შეცდომას, რაც ჩვენს გზაზე დავუშვით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსპორტირების ბიზნესში თითქმის ყველა შეცდომა, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, ჩვენ უკვე გამოცდილი გვაქვს. ეს ხშირად ძალიან მწარე და ძვირი გაკვეთილები იყო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სააგენტო, რომელიც დაგეხმარებოდა ჩვენნაირ პროფესიონალ მძღოლებს, და სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს თავიდან აირიდონ მწარე და ძალიან ძვირი შეცდომები.
ემიგრაციაში ყოფნისას თითოეულ დოლარს აქვს მნიშვნელობა და ღირებულება რადგან ჩვენს უკან დგანან ადამიანები რომლებიც ელიან ჩვენგან მხარდაჭერას, ამიტომ ჩვენ, Jeema Group-ი ყველაფერს გავაკეთებთ რომ არცერთი დოლარი არ დახარჯოდ უმიზეზოდ!

ჩვენ აქ ვართ, რათა თქვენი მოგზაურობის ყოველ ეტაპზე დაცვა მარტივი და შესაბამისობა გასაგები იყოს.
გრძელვადიანი ვალდებულება
ათ წელზე მეტი ხნის მომგებიანი ოპერირებით, Jeema Group-ში ჩვენ გვესმის მზარდი ბიზნესების წინაშე არსებული მზარდი გამოწვევები. ჩვენი მომხმარებლების წარმატებით განპირობებულმა ჩვენ შევქმენით მდგრადი ორგანიზაცია, რომლის მამოძრავებელი ძალაც თქვენ ხართ.
პერსონალიზებული ყურადღება
Jeema-ში თქვენ არასდროს ხართ მხოლოდ რიცხვი. ჩვენი გუნდი გთავაზობთ მკაფიო ხელმძღვანელობას და ერთგულ მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენ ინფორმირებული და კონტროლს ახორციელებთ.
გაიცანით ჩვენი სპეციალისტები
Jeema Group-ის გუნდი მზად არის, გაგიწიოთ პროფესიონალური მომსახურება დაზღვევისა და DOT სერვისების სფეროში.

გიორგი იოსავაDOT სერვისები

ანასტასია ფესენკო
დაზღვევის აგენტი

ირაკლი ქურდიანი
მარკეტინგი

ლანა მორგანი
ბუღალტერია
ძირითადი სერვისები
ყველაფერი ერთ სივრცეში - დაზღვევა, DOT სერვისები, ბიზნესის რეგისტრაცია
დაზღვევის სერვისები
ჩვენი მომსახურება მოიცავს - კომერციულ ავტოდაზღვევას (Truck, Trailer, Bobtail, Box Truck), ტვირთის (Cargo) დაზღვევას, ზოგად პასუხისმგებლობას და ფიზიკური (Physical Damage) დაზიანების დაფარვას. ასევე გთავაზობთ თანამშრომელთა, ქონების, კიბერუსაფრთხოების, umbrella და საცხოვრებელი სახლის დაზღვევას — სრულად თქვენს საჭიროებებზე მორგებულად.
DOT სერვისები
ჩვენ გთავაზობთ თქვენი ბიზნესისთვის სრულყოფილ DOT მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს DOT და MC რეგისტრაციას, IRP და მისაბმელების რეგისტრაციას, შესაბამისობის (Safety & Compliance) უზრუნველყოფას და მონიტორინგს, IFTA-ს რეგისტრაციას და რაპორტინგს, უსაფრთხოების აუდიტებს და ყოველწლიურ ინსპექცისათვის მომზადებას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენი ბიზნესი სრულ შესაბამისობაში იყოს ფედერალურ და შტატის ყველა რეგულაციასთან — რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს, ზრდის ოპერაციულ უსაფრთხოებას და ზოგავს თქვენს დროს/ფულს.
ბიზნესის რეგისტრაცია
ჩვენ გთავაზობთ ბიზნესის რეგისტრაციის სრულ მომსახურებას, მათ შორის შპს-ების, S-Corps-ის ფორმირებას.
C-კორპუსი, პარტნიორობა და ინდივიდუალური მეწარმეობა. ჩვენი გუნდი მართავს ყველა სარეგისტრაციო ფორმას, EIN განაცხადებს და სახელმწიფო შესაბამისობის მოთხოვნებს, რაც პროცესს სწრაფს და უპრობლემოდ ხდის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ თქვენი ბიზნესი იურიდიულად მზად იყოს ოპერირებისთვის და პირველივე დღიდან სრულად შეესაბამებოდეს კანონმდებლობას.
.png)